სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება დღეს. აჭარის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა სიმბოლურად, მათი ხსოვნისთვის აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზო გაამწვანეს. დარგეს ხე-მცენარეები, რომლებზეც აჭარაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სახელები და გვარები მიაწერეს.
პროფკავშირების სტატისტიკით გასულ წელს სამუშაოს შესრულების დროს ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 აჭარაში და დაშავდა 253 ადამიანი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ბოლო მონაცემებით 9 ადამიანია დაღუპული და 31 დაშავებული.
სტატისტიკურად სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი შემთხვევა სამშენებლო სექტორში ფიქსირდება.