IRI-ის კვლევა

28 აპრილი 2022, 11:02 1007 ნახვა

აირაის მორიგი კვლევის შედეგები. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ირკვევა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს.

ასევე მოსახლეობის თითქმის მესამედი, 31% თვლის, რომ მის ინტერესებს დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. მოსახლეობის 35% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს მათ ინტერესებს, 30% კი ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც სრულად მისი ინტერესების გამტარია პოლიტიკაში.

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას და მაღალ ფასებს მიიჩნევს.

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 31% -მა ქართული ოცნება დაასახელა, 16%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 4%-მა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის." 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტი რაოდენობა - 92 პროცენტი კეთილგანწყობილია პატრიარქ ილია მეორეს მიმართ; მეორე ადგილზე, 53 პროცენტით თბილისის მერი კახა კალაძეა, მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 52%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 47%, ერთი პროცენტით ნაკლები აქვს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

საველე სამუშაოები აირაის დაკვეთით 4-24 მარტს  ჩატარდა. გამოიკითხა 1 486   მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი