ბარამიძე ობსტრუქციულ ჩანაწერს ადასტურებს

27 აპრილი 2022, 19:41 954 ნახვა

დღის პოლიტიკური განცხადებების თემაა გია ბარამიძის ჩანაწერი, რომელშიც ის უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მოიხსენიებს. ასევე, ახსენებს დავით არახამიას და უკრაინის ადმინისტრაციას. ბარამიძის პოზიციას  ემიჯნება, თუმცა პარალელურად ხელისუფების მხრიდან მოსმენების არსებობაზე საუბრობენ. სწორედ ეს თქვა თავად ბარამიძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, მან ხმოვანი შეტყობინება პარტიულ ჩატში ჩააგდო, თუმცა პრობლემა არა საუბრის შინაარსი, არამედ ისაა, რომ უსმენენ. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციურ პარტიას ომის პარტიას უწოდებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი