ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " საკანონმდებლო ინიციატივა. ითხოვენ უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები სარგებლობენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გარდა აღნიშნული ინიციატივისა, ფრაქცია კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც უკრაინაში მებრძოლებისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.