ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება, დამონტაჟებულია და ავთენტური არაა - ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.
პარტია „დროას“ ლიდერი კი ამბობს, რომ მას აქვს დამატებითი მტკიცებულებები, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების ასარიდებლად გამოიყენება.
საუბრობს დავით ხიდაშელზე, რომელიც მისი მტკიცებით, კრემლის დავალებების პირდაპირ შემსრულებელია.