„თავისუფლება მიშას“ - ამ შეძახილებითა და მიხეილ სააკაშვილის ბანერით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ფეხით მსვლელობა ჩაქვის ცენტრიდან დაიწყეს.
ოპოზიციის წევრების თქმით, სააკაშვილს დროული სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა გაეწიოს. ასევე ითხოვენ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას.
მსვლელობის შემდეგ სააკაშვილის პოსტერი ჩაქვის ხიდიდან გადმოფინეს.