ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ,,ომის პარტია'' - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი 2022, 13:08 1110 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ,,ომის პარტია''.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანაში არეულობა სურს.

„ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ,,ომის პარტია'', რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ორი თვის განმავლობაში. ,,ომის პარტია'' იმიტომ არის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ,,ომის პარტიასთან'' ერთად არის ,,ღალატის პარტია''. შესაბამისად, ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან – „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამ სურს და ამისთვის აწყობენ რევოლუციურ და ნებისმიერ სხვა გეგმებსაც, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი