თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის არაგონივრულია საქართველო შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს. ასე იგი უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "არ ესმის, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები".
ბურჭულაძის თქმით, "საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა". მისივე განცხადებით, "არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცევიან უკრაინის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში, და რომ, ესეც კარგად უნდა გაითავისოს ზელენსკიმ.