საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.