ხუცუბნის სკოლის მშენებლობის სამუშაოები განახლდა 

22 აპრილი 2022, 10:56 920 ნახვა

ქობულეთში, ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოები განახლდა.  პროექტის მიხედვით აშენდება 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სივრცე კვებისთვის.

შენობაში ასევე იქნება  სააქტო და  სპორტდარბაზები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობასაც

სკოლის ძველი შენობები ექვემდებარებოდა დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებამდე მოსწავლეები სწავლას განაგრძობენ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

სამინისტრომ მიმდინარე წელს ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და გამოაცხადა ხელახალი ტენდერი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი