სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის გზების განხილვას.