ავარიის დროს გარდაცვლილი აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

20 აპრილი 2022, 21:58 4094 ნახვა

ავტოავარიის დროს გარდაცვლილი, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა ვადაჭკორიას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთით ღონისძიების შეფარდების თაობაზე ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2022 წლის 15 მარტს ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრი იყო.

ავარიას აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ბრალდებულიც და ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში