პილიგრიმები წმინდა მიწაზე - აჭარის მაუწყებელი ისრაელიდან

20 აპრილი 2022, 15:01 2003 ნახვა

პილიგრიმები უკვე  წმინდა მიწაზე არიან.  რა თქმა უნდა, თითქმის 23 წელია მათი მისია უცვლელია - საქართველოში ღვთიური ცეცხლის ჩამობრძანება და წმინდა ადგილების მოლოცვა.

სააღდგომოდ იერუსალიმში უამრავი ტურისტი და პილიგრიმი ჩადის,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.   

მომლოცველები ყველა ადგილს მოინახულებენ, განსაკუთრებით ხალხმრავლობა კი მდინარე იორდანესთანაა. პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია მომლოცველებს დადგენილი წესების დაცვა უწევდათ.

მაგალითად, შარშან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები დაესწრნენ. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში