დაკავება ყალბი დოკუმენტით სხვისი ქონების დაუფლების ფაქტზე 

20 აპრილი 2022, 10:34 1034 ნახვა

დააკავეს პირი, რომელმაც სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი თაღლითურად დაირეგისტრირა. 

საგამოძიებო სამსახურის  ინფორმაციით,  ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების  991 მ2 მიწის ნაკვეთის  მითვისების  მიზნით,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა თითქოსდა ქალაქ ბაქოში, ნოტარიუსის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც  ტერიტორია  დაირეგისტრირა. 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალსიწინებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი