''სტრატეგია აღმაშენებელი'' შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. ითხოვენ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს.