სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება - პრემიერი 

18 აპრილი 2022, 11:09 2236 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება და ისინი 100 ლარის ნაცვლად 150 ლარს მიიღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და პროგრამა  მომავალ წელსაც გაგრძელდება. 

''საუბარი მინდა დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვით. მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ჩემი გადაწყვეტილებით, ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ. იყო 50 ლარი და გახდა 100. დღეს  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დახმარება გახდეს 150 ლარი, ანუ თითო ბავშვზე დახმარება შეადგენს 150 ლარს'' - განაცხადა პრემიერმა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.

''სოციალურად დაუცველ ბავშვებს გაეზარდათ დახმარება და 50 ლარიდან გახდა ასი ლარი, შემდეგ საფეხური ორ ეტაპს მოიცავს. მიმდინარე წელს 150 ლარს მიაღწევს, მომდევნო წლიდან კი 200 ლარი იქნება. 2023 წელს ჯამურად სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 200 ლარიანი დახმარება არის ის მინიმუმი რაც საჭიროა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომ ისინი ღირსეულად იკვებონ და იცხოვრონ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი