დაბომბვები გრძელდება ხარკოვში, რის შედეგადაც დაიღუპა 5, დაშავდა 13 ადამიანი. ოკუპანტები მიუახლოვდნენ სევეროდონეცკს და გაძლიერებული დაბომბვა დაიწყეს. ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შანსი კიდევ უფრო შემცირდა. მოსახლეობის დაახლოებით 20% ქალაქში იმყოფება. ამას სევეროდონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამბობს.ალექსეი არესტოვიჩი უახლეს მომავალში მძიმე ბრძოლებს ელოდება. უკრაინის აღმოსავლეთით. ამბობს რომ ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობიან მოსახლეობას ხარკოვში, კრამატორსკსა და სლავიანსკში ემუქრება, თუმცა თავდასხმისთვის მზად არიან. ნიკოლაევის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. როგორც მან აღნიშნა, რუსები პროვოკაციების მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს საკუთარ ტერიტორიებზეც ანადგურებენ. ცოტა ხნის წინ გავრცლდა ინფორმაცია რომ ოკუპანტებმა ცეცხლი ორ ავტომობილს ევაკუაციის დროს გაუხსნეს, დაშავებულია ბავშვი.