უკრაინაშია ''ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად. უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც.
გიორგი მარგველაშვილი და ნაციონალური მოძრაობა სწორედ იმ დღეს ჩავიდნენ უკრაინაში, როდესაც საქართველოდან შალვა პაპუაშვილის მეთაურობით დელეგაცია გაემგზავრა.
''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ეს არის დამთხვევა და ახლა მნიშვნელოვანია ყველამ მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას.
''ქართულ ოცნებაში'' კი ამბობენ, რომ უკრაინის თემით ნაციონალური მოძრაობა სპეკულირებს.