პურზე ფასი 20 თეთრით გაიზრდება

16 აპრილი 2022, 12:01 1439 ნახვა

პური შესაძლოა 20 თეთრით ისევ გაძვირდეს - პურპროდუქტებზე ფასების მატებას „პურის მრეწველთა კავშირის'' თავმჯდომარე პროგნოზირებს.

მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ პურზე ფასის გადახედვა  მაისიდანაა შესაძლებელი.  მალხაზ დოლიძე პურზე ფასის ცვლილებას, საწვავზე ფასის მატებას და  კომუნალურ ხარჯებს უკავშირებს.

დოლიძე ასევე განმარტავს რომ პურის ფასი იმპორტზეც  არის დამოკიდებული, მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე ქვეყანაში პურის 2 თვიანი მარაგებია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში