"ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან

15 აპრილი 2022, 20:50 1489 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.

უკრაინაში მათი ვიზიტის ამსახველ კადრებს "მთავარი არხი" ავრცელებს.

ნიკა მელიას განმარტებით, უკრაინაში ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა, ქართულ ოპოზიციას.

"ამ დელეგაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს, ჩვენ, აქ და ახლა, არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ“, - აცხადებს „მთავარ არხთან“ ნიკა მელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი