აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში.
შეხვედრას დეპუტატების გარდა, სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონის წინაშე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებობს. იმსჯელეს საკონსულტაციო საბჭოს მიზნებზე, დებულებაზე, სამომავლო გეგმებსა და საბჭოს საქმიანობაში თითოეული წევრის როლზე.
დეპუტატები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საკონსულტაციო საბჭო მხოლოდ კაბინეტში არ უნდა იკრიბებოდეს და აუცილებელია გახშირდეს შეხვედრები მოსახლეობასთან, პრობლემების უშუალოდ მათგან და ადგილზე გაცნობის მიზნით.