ჯანმო ომიკრონის ახალ ვარიანტებს იკვლევს

15 აპრილი 2022, 14:03 837 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა კორონავირუსის ომიკრონის შტამის ორ ახალ ვარიანტს აკვირდება. ისინი მედიკოსების ინფორმაციით, გავრცელების სწრაფი დინამიკით ხასიათდებიან და მსოფლიოში ეპიდაფეთქების ახალი კერების რისკებს აჩენენ. სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საუბარი პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. 

საქართველოში ახლა სტაბილური ეპიდვითარებაა თუმცა ექიმების განმარტებით, ეს სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ აუცრელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვაქცინაციის ეროვნული გეგმის  შესრულებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი