რვა ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა ევროკომისარს

15 აპრილი 2022, 11:25 869 ნახვა

პარლამენტის რვა ოპოზიციონერი დეპუტატი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს.  დეპუტატები ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობას ითხოვენ.  გავრცელებული წერილის მიხედვით,  კანონმდებლები  სთხოვენ  ევროკომისარს, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. 

დეპუტატების თქმით, მათ სურთ, მიიღონ ინფორმაცია, უშლის თუ არა ხელს მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი, რადგან, როგორც წერილშია აღნიშნული, „მთავრობა ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება“. 

„ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით.

ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება.“-აღნიშნულია წერილში. წერილს ხელს აწერენ არმაზ ახვლედიანი,  თეონა აქუბარდია – ანა ბუჩუკური,  ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია , ანა ნაცვლიშვილი,  სალომე სამადაშვილი,  ხათუნა სამნიძე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი