ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

30 დეკემბერი 2016, 00:00 3821 ნახვა

ონლაინ სესხები არ უქმდება. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული შეზღუდვის მიუხედავად, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მუშაობას ისევ ჩვეულ რეჟიმში, თუმცა განსხვავებული საპროცენტო განაკვეთით გააგრძელებენ. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, ონლაინ სესხებზე ეფექტური ზედა საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საბანკო სფეროს ექსპერტებს არარეალურად მიაჩნიათ.მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ასევე უნდა განისაზღვროს პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზედა ზღვარიც. დღეს კი ცნობილი გახდა ეროვნული ბანკის კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ლარის კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაემატებიან.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი