ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყება. პირველ ეტაპზე გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 29 მოწესრიგდება. მშენებლობას, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო საათნახევრით შემცირდება. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის, ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.