ოპოზიცია და მმართველი პარტია, ჯერ ისევ ვერ შეთანხმდა, ვინ იქნება შემადგენლობაში და რა ფორმით წავლენ უკრაინაში. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მიდის პარლამენტის თავმჯდომარეც, ეს შემადგენლობა კი თავად შალვა პაპუაშვილმა უნდა დააკომპლექტოს. ამიტომ ოპოზიციის ნაწილს აქვს ეჭვი, რომ სიაში ვერ აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში უკრაინაში ინდივიდუალურად წავლენ. უკვე ცნობილია ის, რომ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, ვიზიტი დროსა და ფორმატში შემჭიდროებული იქნება.