აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქედის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ აბუქეთაში, ავღანეთის ომის ვეტერანის ავთანდილ ბერიძის ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, სურსათი და საახალწლო ტკბილეული გადასცა დღესვე, სოფელ ნამლისევში ხანძრით დაზარალებულ მალაყმაძეების ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 10 ათასი ლარი გადასცა. ხანძრის შედეგად მალაყმაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახი დღემდე გამგეობის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.