საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა. მიზეზი მგზავრთა გაზრდილი ნაკადია.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, – აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.