თორნიკე რიჟვაძე: ''ოპოზიციის ადგილი არის კარგ შემთხვევაში ქუჩაში''

13 აპრილი 2022, 15:01 1732 ნახვა

''ოპოზიციის ადგილი არის კარგ შემთხვევაში ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში კი ციხეში'' - ეს განცხადება გააკეთა ოპოზიციის საკრებულოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიდის. მისივე განმარტებით ოპოზიციის რადიკალური ნაწილის, მოღალატეების ფრთის-ომის პარტიის, ადგილი არ არის არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში.

მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები შევლენ საკრებულოში, ისევე როგორც უმაღლეს საბჭოში შევიდნენ. 

''რაც შეეხება შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. მინდა გითხრათ და გაგახაროთ, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი გეგმის შესაბამისად და როგორც ადრე მოგახსენეთ ოპოზიციას და განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს, მოღალატეების ფრთას - ომის პარტიას, ჩემი აზრით, მათი ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. მათი ადგილი კარგ შემთხვევაში არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში ციხეში. ამიტომ დიდად არ უნდა ვინერვიულოთ, არც ჩვენ და არც ბათუმელებმა, გადაწყვეტენ თუ არა ისინი შემოსვლას  პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოებში. დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე​ შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში.

გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებასაც წინ არაფერი უდგას.

​პოზიცია არის ძალიან მყარი და ნათელი, ვმუშაობთ შემდეგი 10 წლის გეგმის შესაბამისად. ასე, რომ მიუხედავდ იმისა ჩვენი ოპოზიციიდან ვინ რას გადაწყვეტს, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი