ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას ახორციელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
პროგრამის გასაცნობად ჯანდაცვის მინისტრი მაღალტექნოლოგიურ კლინიკა „მედცენტრში“ ექიმებსა და ონკო პაციენტებს შეხვდა.
ამავე კლინიკაში მალე გაიხსნება ბირთვული მედიცინის ცენტრი, სადაც განახლებული აპარატურა იქნება.
ექიმების ინფორმაციით ადრეული დიაგნოსტიკა განკურნების პოზიტიურ შედეგებს იძლევა, სწორედ ამ მიზნით ქვეყანაში არაერთი სკრინინგ პროგრამა მოქმედებს.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სამკურნალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს 2 300 000 ლარი გამოყო.