უკვე ცნობილია, რომ შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკის მოწვევას იღებს და კიევში მიემგზავრება, თუმცა ახლა ის უნდა გაირკვეს ვინ იქნება საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.
ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტს ვის წაიყვანს უკრაინაში.
მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ აქვს სურვილი ომის პარტიასთან ერთად მისი პოლიტიკური გუნდი დელეგაციის შემადგენლობაში იყოს.