უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა

12 აპრილი 2022, 18:39 1190 ნახვა

მესამე მოსმენით დასრულდა საქართველოს კანონში გრანტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. დოკუმენტით ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში, გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ. რაც შეეხება მეორე ინიციარივას ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების  თანახმად, პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტების ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე  და დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი