ხანძრის რამდენიმე კერა ქობულეთში

12 აპრილი 2022, 10:53 1002 ნახვა

ხანძრის რამდენიმე კერას ებრძოდნენ გვიან ღამით ქობულეთშიც.  სოფელ ოჩხამურში, მუხაესტატეში, სოფელ ქობულეთში, აჭყვისთავში და აგურის ქარხნის ტერიტორიაზე  ცეცხლი ჭალებს და გამხმარ ბალახს გაუჩნდა. ხანძარი იყო   ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზეც, აქაც ცეცხლი ეკალ-ბარდზე გავრცელდა.

ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იყო, თუმცა ამის მიუხედავად,  შემთხვევის ადგილას მობილიზებული  იყო  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი