სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

12 აპრილი 2022, 10:19 359 ნახვა

საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი.

პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა. გაიარეს კავშირგაბმულობის, საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში