ჩავა თუ არა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში და იქნებიან თუ არა მასში მმართველი პარტიის დეპუტატები, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ მეგობარ ქვეყანაში ჩასასვლელად მზადაა, თუ წაყენებულ ბრალდებებზე განმარტებებს მოისმენენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბუჩაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა აუცილებელია. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები და არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.