საქართველოში 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნაა მოსალოდნელი - მსოფლიო ბანკი

11 აპრილი 2022, 13:31 1846 ნახვა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო.

მიმოხილვის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ზრდის შენელებას და მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება, რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი