საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „როგორც აქამდე, პირადად განაგრძობს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.
,,საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა“, - განაცხადა ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლუკას მანდლიმ.