დავით გოგუაძე - მუსიკოსი, რომელიც14 წლიდან მუსიკას ქმნის. საკუთარ შემოქმედებას ის რეალიზებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ უწევს.
მისი შემოქმედება, როგორც სინთეზურ მუსიკას, ასევე ჯაზ-როკსა და ალტ-როკს მოიცავს.
მუსიკოსი გვიყვება, რომ ფინანსური პრობლემების გამო, პროდუქციას სრულფასოვან სახეს ვერ აძლევს და მალე შესაძლოა სტუდიის გარეშეც დარჩეს.
მუსიკოსი ამბობს, რომ თუ ბიზნეს-სექტორი მისი შემოქმედების რეალიზებაში დაეხმარება, ეს კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება და ტურისტულ ქალაქს მუსიკალური პროექტებიც არ მოაკლდება.