პაპუაშვილი ბუჩაში არ ჩავა - შეფასებები

09 აპრილი 2022, 17:43 1169 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა  შალვა პაპუშვილი ბუჩაში ჩასვლას არ აპირებს.

საკითხი პოლიტიკურ სპექტრში დღესაც გახდა განხილვის საგანი.

პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად ბუჩაში ჩასვლას საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს. უმწვავესი შეფასებები მოჰყვა მათი მხრიდან შალვა პაპუაშვილის განმარტებას. ამბობენ, რომ ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას დააზარალებს.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები ცხადყოფს, თუ როგორ ცდილობენ ორი ქვეყნის ინტერესები და მეგობრობა ერთამნეთს დააშორონ. ამის ნათელ მაგალითად კი უკრაინის ხელისფულების წინააღმდეგ დაწყებულ ანტიკამპანიას ასახელებს.

პარტია მოქალაქეების ლიდერი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე გვერით გადადოს კონტკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებული პირადი წყენა და იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.

ეს მოწვევა არის არარელევანტური - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა არსებული პლატფორმა იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა დაედასტურებინა, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები, მისივე განმარტებით, არ იყო სათანადო.

ირაკლი კობახიძე მხარდამჭერ აქტებს შორის გამოჰყოფს იმ სისხლის სამართლის საჩივარს,რუსეთის წინააღმდეგ, რომლის თანაავტორიც საქართველოა და  ჰააგაში გაიგზავნა.

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში წასვლას არ აპირებს. განცხადება მან გუშინ გაავრცელა და მიუთითა, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა, დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარში, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულება და  უკრაინელთა უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ მიაჩნია. 


 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში