სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი ხმაურიანი ქადაგება

08 აპრილი 2022, 18:16 1487 ნახვა

სხალთის ეპარქიის ხელმძღვანელის მორიგი  სკანდალური ქადაგება.  ხარების დღესასწაულის შემდეგ მღვდელმთავარმა მიმდინარე  მოვლენებზე ისაუბრა და 31 წუთის განმავლობაში უმეტეს დროს სწორედ პოლიტიკური მოვლენების შეფასებას დაუთმო. ვიდეო ჩანაწერი სოციალურ ქსელში  ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის ქადაგების შემდეგ გავრცელდა. მეუფე დიმიტრიმ  რუსეთის პატრიარქის კირილის ქადაგების შესახებ ისაუბრა და  კითხვით მიმართა, არის თუ არა მათი ინტერესები ბავშვების და ადამიანების განადგურება.  სხალთელ ეპისკოპოსს კი მიაჩნია, რომ ადამიანები სხვის საქმეებში არ უნდა გაეხვიონ, ხოლო სარწმუნოება  და პოლიტიკა   გამიჯნონ. ფიქრობს, რომ  პოლიტიკური მოსაზრებებით არ უნდა იხელმძღვანელონ სარწმუნოებაში, რადგან მისი აზრით,  ეს არის უმძიმესი შეცდომა.   ისაუბრა  საქართველოს წარსულზე,   ახსენებს უკრაინის მიტროპოლიტსაც,  შეეხო  ავოტოკეფალიის გაუქმების ისტორიასაც  და ამ კონტექსტში გააკრიტიკა ქართველი მღვდელმთავრებიც.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში