სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება

08 აპრილი 2022, 16:01 587 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.

სხდომაზე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მან სასამართლო დარბაზი დატოვა.

სააკაშვილის განცხადებით, ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან.

„როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც არაჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა უკრაინაში ომს. ბევრი რამ გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები. ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა და ახლა არის ხარკოვისთვის ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს. ასევე, დონბასისთვის ბრძოლა, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში