გაერო-მ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა

08 აპრილი 2022, 14:03 409 ნახვა

მოსკოვი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანი გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს დასჯაა, რომელიც დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს.

რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 93 ხმით შეჩერდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო  საქართველო.

გაეროს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რუსეთის მიერ ბუჩაში მოწყობილი სასაკლაო გახდა.  გაეროდან რუსეთის გარიცხვაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი