მარიუპოლში რუსეთმა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, მობილური კრემატორიუმები აამუშავა - ქალაქის საბჭო

06 აპრილი 2022, 15:56 717 ნახვა

მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა, რათა რუსეთის ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალი დაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.

„მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ბუჩაში გენოციდის საერთაშორისო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მარიუპოლში რუსული არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების ბრძანება გასცა''- ნატქვამია ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ერთი კვირის წინ, არაზუსტი მონაცემებით, 5000 ადამიანი იყო დაღუპული. მაგრამ ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლის ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გამხდარიყო დამპყრობლების მსხვერპლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში