ბათუმის ბიუჯეტი 2017

29 დეკემბერი 2016, 00:00 4528 ნახვა

16 ხმით 6-ის წინააღმდეგ -2017 ბათუმის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ბიუჯეტი  143 მილიონ 700 ათასი  ლარით არის განსაზღვრული. თანხის 54 პროცენტი  ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება. მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება ქუჩების რეაბილიტაცია, კომუნალური სისტემის გაუმჯობესება, ასევე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რისთვისაც 8 მილიონი ლარია გამოყოფილი  . 12 მილიონამდე იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება,  14 მილიონი კი განათლების  პროგრამებისთვის არის გათვალისწინებული. მილიონ 800 ათასი ლარით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად ბათუმის მერია არ აფინანასებს მიწათსარგებლობისა და ქალაქის განვითარების  გენერალური გეგმის შედგენას, რის გამოც ოპოზიციამ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი