11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება - ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ფარმაცვეტულ სფეროში.
ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს.
ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს.
მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება.
ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც.