2 აპრილის შუალედურმა არჩევნებმა ფაქტობრივად გადაწყვიტა, ვის ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
წინასწარი შედეგებით, „ოცნების“ წარმომადგენლის გამარჯვებით პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იცვლება – ახლა „ოცნება“ საკრებულოში უკვე 17 წევრით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიცია – ასევე 17 წევრით და რჩება 1 დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ სურს.
რას გეგმავენ პარტიები და ვინ მოიაზრება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე?