მოსახლეობამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ გამოუცხადა ძლიერი მხარდაჭერა, რაც ადასტურებს, რომ საზოგადოება აფასებს ხელისუფლების კურსს - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება.
კობახიძემ არჩევნებში მმართველი პარტიისადმი გამოცხადებული ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.