ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაშია - პრემიერმა რეგიონებში ვიზიტი დაიწყო

03 აპრილი 2022, 15:09 1079 ნახვა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაში იმყოფება. ის ქობულეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი დღევანდელი ვიზიტი აჭარაში. ქობულეთში ჩვენ დავიწყეთ ახალი ბულვარის მშენებლობა. ეს არის, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ბულვარი, პირველ ეტაპზე და შემდეგ გვინდა, რომ ეს ჩავიდეს ბობოყვათამდე. კეთილმოეწყობა მთელი ეს არეალი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით.

ამას გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ურბანული განახლების პროექტებს და ეს პროექტებიც მაქსიმალურად დაჩქარდება, ვინაიდან ამინდმა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხელი შეუშალა პროექტის ტემპს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში