„ბათუმმა“ „კაქტუსი“ დაამარცხა და თბილისის „მეგასთან შესახვედრად ემზადება

03 აპრილი 2022, 14:08 1043 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ბათუმი სტუმრად „კაქტუსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 84:79 იმარჯვა.

ბათუმელებს 14 ქულით, 10 პასითა და 7 მოხსნით დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა, 20 ქულა სპენსერ კოლინზმა მოიპოვა.

საკალათბურთო კლუბი ბათუმი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

6 აპრილს ბათუმი საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის „მეგას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი ბაკურიძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში