„უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური ანტისარაკეტო სისტემები. არ მიუღია ის, რისი მოწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს - შეეძლოთ და კვლავაც შეუძლიათ!“ - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმარვისას გაანცხადა.
ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონსაც ესაუბრა. შეთანხმდნენ უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე.
ზელენკსის განცხადებით, ეს არის ძალიან ხელშესახები მხარდაჭერა.
ბორის ჯონსონის განცხადებით კი გაერთიანებული სამეფო განაგრძობს ზეწოლას „პუტინის სამხედრო მანქანაზე.“